ევროკომისია შეთავაზებით გამოვიდა, უკრაინელ ლტოლვილებს დროებითი ბინადრობის უფლება მიენიჭოს

ევროკომისია შეთავაზებით გამოვიდა, უკრაინელ ლტოლვილებს დროებითი ბინადრობის უფლება მიენიჭოს

ევროკომისია შეთავაზებით გამოვიდა, უკრაინელ ლტოლვილებს დროებითი ბინადრობის უფლება მიენიჭოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ, 650 000-ზე მეტი ადამიანი უკრაინიდან მეზობელ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადავიდა.

ევროკომისიაში განმარტავენ, რომ ახალი კანონმდებლობა ყველა წევრ ქვეყანაში იმოქმედებს და უკრაინელებისგან თავშესაფრის ხანგრძლივი პროცესის გავლას არ მოითხოვს.

ევროკომისიის აღნიშნულ ინიციატივას ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები 3 მარტს განიხილავენ.