დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინელებმა, თავისი სიმამაცით რუსეთი გააოცა - ვაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინელებმა, თავისი სიმამაცით რუსეთი გააოცა - ვაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა Sky News-ის ეთერში განაცხადა, რომ პუტინმა თავისი აგრესორის სახე მსოფლიოს უჩვენა. ბენ უილასის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს.

„პუტინი ელოდა, რომ მას უკრაინაში შეხვდებოდნენ როგორ გამათავისუფლებელს. ის დარწმუნებული იყო, რომ რუსები და უკრაინელები ერთი და იგივე ხალხია და ყველა დაელოდებოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოვიდოდა და გაათავისუფლებდა, მაგრამ ის შეცვლა. უკრაინელებმა, თავისი სიმამაცით რუსეთი გააოცა. ახლა კი ვხედავთ, რომ რუსული სისასტიკე ისევ გაგრძელდება, ამიტომ ვაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.