უკრაინული მედია: რუსეთმა ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში გადაიყვანა და მის „უკრაინის პრეზიდენტად“ გამოცხადებას გეგმავს

უკრაინული მედია: რუსეთმა ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში გადაიყვანა და მის „უკრაინის პრეზიდენტად“ გამოცხადებას გეგმავს

რუსეთმა უკრაინიდან გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში გადაიყვანა და მის „უკრაინის პრეზიდენტად“ გამოცხადებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ერთ-ერთი სცენარით, კრემლი შესაძლოა საინფორმაციო ოპერაციას ან მოქმედებას ამზადებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დასაბრუნებლად.

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე იკავებდა. ევრომაიდნის მოვლენების დროს ის რუსეთში გაიქცა.