ვოლოდიმირ ზელენსკი: ბევრი ადამიანისთვის რუსეთში ჩვენი კიევი სრულიად უცხოა, მათ არაფერი იციან ჩვენს ქალაქზე, ჩვენს ქვეყანაზე და ნაბრძანები აქვთ, წაშალონ ჩვენი ისტორია, ჩვენი ქვეყანა, წაგვშალონ თითოეული ჩვენგანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას მიმართა.

„ყველა ნორმალური ადამიანისთვის, რომელმაც ჩვენი ისტორია იცის, ბაბი-იარი კიევის ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ევროპის ისტორიის განსაკუთრებული ნაწილია, მლოცველთა ადგილია, იმ ასობით ათასი ადამიანის გახსენების ადგილია, რომელიც ნაცისტებმა მოკლეს, ძველი კიევის სასაფლაოა. ვინ გამოდიხართ, თუ მას რაკეტების სამიზნედ აქცევთ? თქვენ მეორედ ხოცავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლებს. საბჭოთა დროს, მათი ძვლების ადგილას, სატელევიზიო ცენტრი, სპორტული კომპლექსი, ფლიგელები, პარკი გააშენეს, რათა ბაბი-იარის რეალური ისტორია წაეშალათ. ახლა კი, ის იბომბება. ეს ყველანაირ ჰუმანურობას სცდება. ასეთი სარაკეტო დარტყმები აჩვენებს, რომ ბევრი ადამიანისთვის რუსეთში ჩვენი კიევი სრულიად უცხოა, მათ არაფერი იციან ჩვენს ქალაქზე, ჩვენს ქვეყანაზე და ნაბრძანები აქვთ, წაშალონ ჩვენი ისტორია, ჩვენი ქვეყანა, წაგვშალონ თითოეული ჩვენგანი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.