მედია: სატელიტიდან გადაღებული ფოტოების თანახმად, რუსული სამხედრო კოლონა, რომელიც კიევს მიუახლოვდა, 64 კილომეტრის სიგრძისაა

მედია: სატელიტიდან გადაღებული ფოტოების თანახმად, რუსული სამხედრო კოლონა, რომელიც კიევს მიუახლოვდა, 64 კილომეტრის სიგრძისაა

მედიაში რუსული კოლონის ფოტომასალა გავრცელდა, რომელიც უკრაინის დედაქალათან ახლოს სატელიტმა გადაიღო.

კადრებში ჩანს, რომ საოკუპაციო ძალების მძიმე ტექნიკის კოლონა საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მწკრივში ჩაყენებული ტანკები და სხვა სამხედრო მანქანების კოლონა სიგრძით 64 კილომეტრს შეადგენს.

პარალელურად, Maxar Technologies-ის ასევე სატელიტით გადაღებული მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქიდან 32 კილომეტრის მანძილზე, ბელარუსის სამხრეთ ნაწილში სახმელეთო ძალებისა და შემტევი ვერტმფრენების დამატებითი ძალები შეინიშნება.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.