უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთ დღეში, რუსების 5 თვითმფრინავი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთ დღეში, რუსების 5 თვითმფრინავი გაანადგურეს

„მადლობა ჩვენი ქვეყნის საჰაერო ძალებს. მხოლოდ ერთ დღეში, რუსი აგრესორის 5 თვითმფრინავი გაანადგურეს. მტრის მთლიანი დანაკარგების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ“, - წერია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ აქტიურად მუშაობენ დივერსანტების გამოსავლენად.

„საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით, ისინი იცვამენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და უკრაინის ეროვნული პოლიციის ფორმებს, რათა შეაღწიონ კიევში საბრძოლო ფორმირებების მეშვეობით. ჩვენი ჯარების მტკიცედ დგომა მტერს მორალს აკარგვინებს. დაფიქსირდა დეზერტირობისა და ნებაყოფლობითი ჩაბარების შემთხვევები მრავალ ქვედანაყოფში“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.