უკრაინის ელჩი აშშ-ში: რუსებმა ვაკუუმის ბომბი გამოიყენეს, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია

უკრაინის ელჩი აშშ-ში: რუსებმა ვაკუუმის ბომბი გამოიყენეს, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია

გვესვრიან რაკეტებს, მათ შორის ბალისტიკურს, ასევე გამოიყენეს ვაკუუმის ბომბი, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა აშშ-ში, ოქსანა მარკაროვამ განაცხადა.

„ნგრევა, რომლისთვისაც რუსეთმა უკრაინა გაწირა კოლოსალური მასშტაბისაა. უკრაინა უმკლავდება, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. არც დავიღლებით, არც გავჩერდებით და არც დავნებდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მიწის დაცვას, ამისთვის კი მეტი იარაღი გვჭირდება, არავის ვთხოვთ ჩვენ ნაცვლად ბრძოლას, ქვეყანას თავად დავიცავთ. რუსეთი ისე მოქმედებს, როგორც ნაცისტური გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს. მათ ამისთვის პასუხი უნდა აგონ - რუსეთი იზოლაციაში უნდა მოექცეს“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა აშშ-ში.

უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.