ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა

ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ

მისი თქმით, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

„პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე“, - აცხადებს ახალაია.

ბაჩო ახალაიამ პატიმრების წამების საქმეზე 9-წლიანი სასჯელი მოიხადა.