Amnesty International: რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ აკრძალულ კასეტურ საბრძოლო მასალას იყენებს

Amnesty International: რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ აკრძალულ კასეტურ საბრძოლო მასალას იყენებს

„არავითარი გამართლება არ არსებობს დასახლებულ პუნქტებში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მის სკოლასთან გამოყენების შესახებ. ამ აკრძალული იარაღის გამოყენება სამოქალაქო პირების სიცოცხლის უხეში უგულებელყოფაა“, - აღნიშნა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა, ანიეს კალამარმა.

უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.