ვოლოდიმირ ზელენსკი რუს ჯარისკაცებს: დატოვეთ თქვენი ტექნიკა და წადით, არ დაუჯეროთ თქვენს უფროსობას, არ დაუჯეროთ თქვენს პროპაგანდისტებს - უბრალოდ, გადაირჩინეთ საკუთარი სიცოცხლეები და წადით

ვოლოდიმირ ზელენსკი რუს ჯარისკაცებს: დატოვეთ თქვენი ტექნიკა და წადით, არ დაუჯეროთ თქვენს უფროსობას, არ დაუჯეროთ თქვენს პროპაგანდისტებს - უბრალოდ, გადაირჩინეთ საკუთარი სიცოცხლეები და წადით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ბრიფინგი გამართა და უკრაინის მოსახლეობასთან ერთად, რუს ჯარისკაცებსაც მიმართა. მისი თქმით, უკვე 4,5 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტია მოკლული, მათ კი, ვინც უკრაინასთან ბრძოლას აგრძელებს, მოუწოდებს, დაბრუნდნენ რუსეთში.

„რისთვის მოხვედით აქ?! რის გამო მოდის თქვენი ტექნიკის კოლონები ჩვენ წინააღმდეგ, კრემლიდან, ჩვენი უკრაინისკენ?! დატოვეთ თქვენი ტექნიკა და წადით. არ დაუჯეროთ თქვენს უფორსობას, არ დაუჯეროთ თქვენს პროპაგანდისტებს. უბრალოდ, გადაირჩინეთ საკუთარი სიცოცხლეები და წადით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღეს, უკრაინის დელეგაცია, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.