ბორის ჯონსონი: პუტინი უნდა დამარცხდეს

ბორის ჯონსონი: პუტინი უნდა დამარცხდეს

პუტინი უნდა დამარცხდეს, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

„დღეს დილით ჩვენ რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემისგან კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოვათავსეთ. ჩვენს პარტნიორებთან და „დიდ შვიდეულთან“ ერთად ვმუშაობთ. გადავწყვიტეთ, მივიღოთ ყველაზე მკაცრი ეკონომიკური ზომები პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ იმ საზიზღარი კამპანიის გამო, რომელიც მან უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. პუტინი უნდა დამარცხდეს“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.