ფეისბუქ-მომხმარებელი ნათია ბარქაია სოციალურ ქსელში წერს;
"ძალიან აუტანელი გახდა უკვე ამდენი ტვინგამორეცხილო ადამიანის მოსმენა და წაკითხვა. სვეტსკობა რომ ჰგონიათ და ვიღაცეებს ანახებენ უკრაინული დროშის ფონზე ინგლისურ ტექსტებს, რომ მთავრობა სხვაა, ჩვენ სხვა ვართ და სირცხვილია სანქციებს რომ არ ვუერთდებით.
ვისაც გინდათ წაიკითხეთ, ვისაც გინდათ მეგობრებიდან ამომშალეთ. ვინც ასე ფიქრობთ, რომ თქვენს ქვეყანას სხვისი პატრიოტობა გირჩევნიათ, ტვინი გაანძრიეთ. ხალხის და ოპოზიციის პოზიციის გამო პუტინი აქ ტანკებს არ შემოაგრიალებს და მთავრობის ერთი მოუზომელი განცხადებაც კი შეიძლება გამოიყენოს მტერმა.
რატომ გინდათ ასე, რომ თავი გავყოთ ხაფანგში, ახალგაზრდებს არ ახსოვთ ალბათ 2008წლის ომი.
დარწმუნებული ვარ, სწორედ ის ხალხი, ვინც ყველაზე აგრესიულად ითხოვთ მთავრობისგან მკვეთრ ნაბიჯებს, პირველები გაიპარებით ქალაქიდან და ქვეყნიდანაც.
არცერთი თქვენგანი სამშობლოს გვერდში არ დაუდგება, არც შვილს გაუშვებს საომრად და არც ძმას. თქვენს გულებში ჩაიხედეთ, სხვისი შვილების და ძმების სისხლი გკიდიათ?
დავეხმაროთ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებით, სისხლი გავუგზავნოთ, სამედიცინო პრეპარატები, აქ დარჩენილებს მოვუაროთ, კიდევ მივიღოთ ქალები და ბავშვები, ეს არის დახმარება. დანარჩენი ფსევდოპატრიოტიზმია, რაც ძალიან სამარცხვინოდ სჩანს...
ვისაც გულზე მოხვდება, დაფიქრდით და თუ ოჯახის წევრის უთანასწორო ომში გასაშვებად მზად ხართ, ბოდიშს მოგიხდით, დანარჩენებმა კი ცივი წყალი დალიეთ".