გიორგი ვოლსკი: დეზინფორმაციის, ფეიკის მიწოდება არის ჩამოყალიბებული სტრატეგიის ნაწილი, რომელიც გულისხმობს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას

გიორგი ვოლსკი: დეზინფორმაციის, ფეიკის მიწოდება არის ჩამოყალიბებული სტრატეგიის ნაწილი, რომელიც გულისხმობს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას

დეზინფორმაციის, ფეიკის მიწოდება არის ჩამოყალიბებული სტრატეგიის ნაწილი, რომელიც გულისხმობს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ის ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„სიმართლე იმდენად ზედაპირზე დევს, რომ ყველასთვის გასაგებია. ჩვენც ხომ გვაქვს კავშირები, უკრაინელებს ჩვენც ხომ ველაპარაკებით, მადლობებს ხომ ჩვენც ვიღებთ. რა დროს მადლობის თხოვნაა, მაგრამ ამ ჰუმანიტარული დახმარების შესახებ იქ ოჯახებმა ხომ იციან. გარდა ამისა, დაბომბვის ქვეშ მყოფ ხალხს რომ ეუბნები, იცით რა, საქართველოს პრემიერმა რუსეთს სანქციები არ დაუწესა... თქვენ, რომ იყოთ, რას ეტყოდით? დეზინფორმაციის, ფეიკის მიწოდება არის ჩამოყალიბებული სტრატეგიის ნაწილი, რომელიც გულისხმობს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას. მთავარი დარტყმები მიდის ორი მიმართულებით: ეკონომიკა და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივება. ეს ნათელია და ყველა გეგმა გაშიფრულია“, - განაცხადა ვოლსკიმ.