კარლ ჰარცელი: დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა და უხეში დარღვევაა - ევროპელი ლიდერები კონსულტაციას გადიან, თუ რა უნდა იყოს შემდგომი შესაბამისი ნაბიჯი

კარლ ჰარცელი: დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა და უხეში დარღვევაა - ევროპელი ლიდერები კონსულტაციას გადიან, თუ რა უნდა იყოს შემდგომი შესაბამისი ნაბიჯი

უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა და უხეში დარღვევა და მაგალითია იმისა, რა საფრთხეს უქმნის ყველას უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერები პარტნიორებთან კონსულტაციებს გადიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები.

„ევროპელი ლიდერები კონსულტაციას გადიან პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს შემდგომი შესაბამისი ნაბიჯი. ჩვენ, ასევე, ველით კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის და რა შესაბამისი დასკვნების გამოტანა შეიძლება არსებული ვითარებიდან,“- განაცხადა ჰარცელმა.