ისინი ცდილობენ ისტორიის გადაწერასა და ამ გადაწერილ ისტორიაზე თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნებას, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების პოლიტიკურ აზროვნებაშია დარჩენილი

ისინი ცდილობენ ისტორიის გადაწერასა და ამ გადაწერილ ისტორიაზე თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნებას, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების პოლიტიკურ აზროვნებაშია დარჩენილი

„ისინი ცდილობენ ისტორიის გადაწერასა და ამ გადაწერილ ისტორიაზე თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნებას, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების პოლიტიკურ აზროვნებაშია დარჩენილი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ვლადიმერ პუტინის განცხადებასა და ოფიციალური კრემლის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება უნდა შეეცადოს, რომ, პირველ რიგში, მშვიდობა შენარჩუნდეს.

„მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც ამ აგრესიის მსხვერპლები არიან. სამწუხაროდ, ქმედითი ნაბიჯები, ამ სიტუაციაში, ძალიან რთული გადასადგმელია, ვინაიდან არის ძალიან სენსიტიური სიტუაცია. პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ რეგიონი დავიცვათ ფართომასშტაბიანი ომისგან და იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებელია“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. აღიარებიდან რამდენიმე საათში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონბასისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა უკვე დაიძრა.

„არავის და არაფრის გვეშინია, არავის არაფერს მივცემთ - ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

კიევი ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს.