მამუკა მდინარაძე: პარლამენტის დისკრეციული უფლებამოსილების განორციელების საფუძველი რა იქნება, ეს არის პარლამენტის საქმე

მამუკა მდინარაძე: პარლამენტის დისკრეციული უფლებამოსილების განორციელების საფუძველი რა იქნება, ეს არის პარლამენტის საქმე

პარლამენტის დისკრეციული უფლებამოსილების განორციელების საფუძველი რა იქნება, ეს არის პარლამენტის საქმე და სხვისი არავისი - მარტივი საკითხია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ორი რამ უნდა იყოს საფუძველი: ერთი - სამართლებრივი და იცით, რომ კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული, თუ ადამიანი დამნაშავედ არის ცნობილი, ეს არის მისი უფლემოსილების შეწყვეტის საფუძველი. მეორეა პოლიტიკური მიზანშეწონილობა - ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი. ანუ, ეს წარმოადგენს პარლამენტის დისკრეციას“, - აღნიშნა მდინარაძემ.