ლევან ნიკოლეიშვილი ქემოკლიძეზე: ეს ჩინური გახარია, პარტიის მთავარი კლოუნი „აპრავებს“ 16 ადამიანით საკრებულოს სხდომის ჩატარებას მაშინ, როდესაც კვორუმს 17 ხმა სჭირდება

ლევან ნიკოლეიშვილი ქემოკლიძეზე: ეს ჩინური გახარია, პარტიის მთავარი კლოუნი „აპრავებს“ 16 ადამიანით საკრებულოს სხდომის ჩატარებას მაშინ, როდესაც კვორუმს 17 ხმა სჭირდება

,,ჩვეული უტიფარი ტყუილებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამიტომ ზედმეტი ლაილაი რომ არ გამოვიდეს, მარტივ კითხვას უპასუხოს - 33 წევრიან საკრებულოში უმრავლესობა რამდენია? ან უფრო გავუმარტივებ შეკითხვას - 16 უფრო მეტია თუ 17?’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კახა ქემოკლიძის facebook - სტატუს, სადაც ქემოკლიძე ცდილობს ახსნას, თუ როგორ ჩაატარეს 33 წევრიან სენაკის საკრებულოში 16 წევრით საკრებულოს სხდომა. 

,,ეს ჩინური გახარია (ჯერ გახარია რა არის და მერე მისი ჩინური ვერსია), მოღალატეთა პარტიის მთავარი კლოუნი „აპრავებს“ 16 ადამიანით საკრებულოს სხდომის ჩატარებას მაშინ, როდესაც კვორუმს 17 ხმა სჭირდება და „პოლიტიკური წიაღსვლებით“, ჩვეული უტიფარი ტყუილებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამიტომ ზედმეტი ლაილაი რომ არ გამოვიდეს, მარტივ კითხვას უპასუხოს - 33 წევრიან საკრებულოში უმრავლესობა რამდენია? ან უფრო გავუმარტივებ შეკითხვას - 16 უფრო მეტია თუ 17? სარკეში ჩაიხედეთ, რას დაგამსგავსათ ღალატის ფორმულამ!’’ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.