თამარ ლეფსვერიძე: როცა  სააკაშვილი სასამართლოს სამარეს უთხრიდა, შალვა პაპუაშვილი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი GIZ-ში, რომელიც  

თამარ ლეფსვერიძე: როცა  სააკაშვილი სასამართლოს სამარეს უთხრიდა, შალვა პაპუაშვილი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი GIZ-ში, რომელიც  "მიუღებელ" ნაწილს გვეხმარებოდა ბევრ რამეში, მათ შორის პროფესიულ განვითარებაში

სააკაშვილი როცა სასამართლოს სამარეს უთხრიდა, როცა მისი ხელის ბიჭები სასამართლოში და სეფე ქალები ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ, შალვა პაპუაშვილი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი GIZ-ში, რომელიც  "მიუღებელ" ნაწილს გვეხმარებოდა ბევრ რამეში, მათ შორის პროფესიულ განვითარებაში - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე, რითაც პაატა ბურჭულაძის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება. 

ჟურნალისტი ერთ ისტორიას იხსენებს და აღნიშნავს, არასოდეს დაავიწყდება იმ ძალიან რთულ პერიოდში მისი ორგანიზაციის მხარდაჭერა, რაც შალვა პაპუაშვილის დამსახურება იყო.

"პაატა ბურჭულაძე: სააკაშვილი ციხეში გვყავს და შალვა პაპუაშვილი საქართველოს წარმოადგენს ინგლისის ლორდთა პალატაში – ამას ხომ მოხერხება უნდა? 

ამ კაცის განცხადება წავიკითხე და... რის დაწერაც აქამდეც შემეძლო და არ დავწერე, გადავწყვიტე დავწერო... 

შალვა დღეს საჯარო მოხელეა და არ მიყვარს, როცა საჯარო მოხელეებზე ვწერ ხოლმე ასეთ რამეებს, მაგრამ ერთი ისტორია მინდა გავიხსენო ... 

სააკაშვილი როცა სასამართლოს სამარეს უთხრიდა, როცა მისი ხელის ბიჭები სასამართლოში და სეფე ქალები ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ, შალვა პაპუაშვილი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი GIZ-ში, რომელიც ამ "მიუღებელ" ნაწილს გვეხმარებოდა ბევრ რამეში, მათ შორის პროფესიულ განვითარებაში... 

მოკლედ, მიშას ეპოქაა და ჩინჩალაძის გრიალი სასამართლოში (რომელიც არც დღეს დასრულებულა) და ჩაინიშნა ძალიან მაგარი ტრენინგი სასამართლოს თემებზე, უცხოელი ტრენერებით ქალაქგარეთ, რომლის ორგანიზატორიც GIZ იყო. უზენაეს სასამართლოს ჰქონდა თავისი სიები, წასაყვანი ჟურნალისტების, ნუ, სადაც მე ცხადია არ ვიყავი. GIZ-მა ანუ მაშინ შალვა იყო ამ მიმართულების ხელმძღვანელი, მიწერა კონკრეტულად, რომ მეც ვყოფილიყავი ამ სიაში... 
არ ჩამსვეს მაინც წაუყრუეს რა... 

თბილისიდან გასვლის ჟამს, დამირეკეს GIZ-იდან და მკითხეს, რატომ არ ვიყავი იმ ჟურნალისტებს შორის, რაზეც მე ვუპასუხე, რომ არც კი ვიცოდი ამბავი... 

ამ ამბის შემდეგ, სასამართლოსთან ყოველგვარი შეთანხმებების გარეშე GIZ-ს თავად მივყავდი ტრენინგებზე... ყველა ტრენინგზე, რაც კი სასამართლოს და სამართლებრივ თემებს ეხებოდა და დემონსტრაციულად ეუბნებოდნენ ამით სასამართლოს, რომ აფასებდნენ იმას, რასაც მე, როგორც ჟურნალისტი სასამართლოს მიმართულებით ვაკეთებდი. 

შეიძლება შალვა პაპუაშვილს სულაც არ ახსოვს ეს თემები, მაგრამ მე არასდროს დამავიწყდება მაშინ, იმ ძალიან რთულ პერიოდში მისი ორგანიზაციის მხარდაჭერა, რაც შალვას დამსახურება იყო... 

რის თქმა მინდოდა მოკლედ: კი, მიშა უნდა იჯდეს ციხეში და შალვა უნდა დადიოდეს ევროპარალამენტარებთან შესახვედრად. 

ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ეს ადამიანი, ვიღაცას არა, უბრალოდ, არის რაღაცები რასაც მე ვერ და არ დავივიწყებ..." -წერს თამარ ლეფსვერიძე Facebook-ზე.