თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან მანდატურებმა გაიყვანეს

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან მანდატურებმა გაიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან პარტია „კანონი და სამართლის“  ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანი მანდატურებმა გაიყვანეს. თაკო ჩარკვიანმა პროკურორები მოღალატედ მოიხსენია.

„სამშობლოს მოღალატე უწოდო საჯარო მოხელეს, ეს მძიმე მოსასმენია“, – აღნიშნა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

თაკო ჩარკვიანმა სასამართლო დარბაზის დატოვებისას სასამართლოს დღევანდელ პროცესს სამარცხვინო უწოდა.

 

Maverick გაიყვანეს, თუ გაიტანეს?!
3 წლის უკან