ექსპერტების განმარტებით ქვეყანა „ომიკრონის“ გავრცელების პიკურ პერიოდში იმყოფება.მათივე თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით ორი კვირის შემდეგ დაიწყებს კლებას. სპეციალისტები კვლავ ყურადღებას ამახვილებენ ნიღბის ტარების, სოციალური დისტანციისა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ „ომიკრონის“ „დელტასთან“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დასრულდება.
„რეალურად, ეს კორონავირუსის ერთ-ერთი მუტაციაა და ჩვეულებრივად იგივე „პატივი უნდა გვეცა“ მისთვის და უფრო მეტი ყურადღებით მოვქცეულიყავით და არ იქნებოდა [ინფიცირების შემთხვევების] ასეთი რაოდენობა. არანაირად არ შეიძლება „ომიკრონზე“ საუბარი ასე მარტივად - აქვს სერიოზული გართულებები. ნუ მივიყვანთ მოსახლეობას იმ დონემდე, რომ მართლაც მივიღოთ რაღაც სერიოზული პრობლემები. ვართ პიკურ მდგომარეობაში და აუცილებლად დაიწყება კლება“, - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძე.