დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე, რაიონის მასშტაბით უსაფრთხოების მოაჯირებსა და ბოძკინტებს ამონტაჟებს.
ამ დროისთვის, უსაფრთხოების მოაჯირები ცემის ქუჩის N3-ში, ხოლო ბოძკინტები ბაგრატიონის ქუჩის N59-სა და ჯავახიშვილის ქუჩის N3, N5 და N7-ის მიმდებარედ დამონტაჟდა.
აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 50 000 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.
ანალოგიური ტიპის სამუშაოები უახლოეს პერიოდში სოხუმის ქუჩის N7-სა და წერეთლის გამზირის N103-ში იგეგმება.