ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძეს და დავით სოკოლოვს ყოველდღე დაავადებულთა სტატისტიკა ეცხადებინათ და რეპორტაჟები გასულიყო საავადმყოფოებიდან, შექმნილიყო საბჭო და ვინმეს გამყრელიძეს როლი ეთამაშა. მისი შეფასებით, ატყდებოდა პანიკა, ყველა მიაწყდებოდა საავადმყოფოებს, ჩამოიშლებოდა სისტემა და გვექნებოდა ის სურათი, რაც დღეს გვაქვს.
„ჩემი გუშინდელი პოსტის თემა მინდა გავაგრძელო. უნდა გავაცნობიეროთ, რა დონის მისტიფიკაციასთან გვაქვს საქმე. კოვიდსტატისტიკის დღევანდელი მონაცემები შევადაროთ 80 იანი წლების „ცოცხალ სტატისტიკას“ (რეალური მონაცემები-ექიმების გამოკითხვით შედგენილი) თბილისის მაგალითი: დღეს, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 9 295 შემთხვევა.
ასე გამოიყურება 80 - იანი წლების სეზონური გრიპის გავრცელების საშუალო მონაცემები ზრდასრული მოსახლეობისთვის:
1) თბილისის მოსახლეობა იყო დაახლოებით 1 მილიონი. აქედან დაახლოებით 78% იყო ზრდასრული.
2) ზრდასრულ მოსახლეობას ემსახურებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 300 ბრიგადა. (ღამეში 75) შეადარეთ-დღეს მოსახლეობა თბილისში გაზრდილია თითქმის 2 ჯერ (მინიმუმ 1, 5 ჯერ, ოფიციალური მონაცემებით).
3) მოსახლეობის ზოგადი იმუნური სტატუსი იყო ბევრად მაღალი, ვიდრე დღეს.
4) მოსახლეობის თვითშეგნება იყო ბევრად მაღალი და მოწესრიგებული. „ტყუილად“ იშვიათად თუ დარეკავდა ვინმე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის. გრიპის მიზეზით შესული ზარი განპირობებული იყო შემდეგიჩივილებით:
ა) მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ მცირდებოდა ტემერატურის დამწევის მიღებიდან 60 წუთის განმავლობაში;
ბ) ძლიერი თავის ტკივილი ( ან მუცლის არეში ტკივილი);
გ) ძლიერი სისუსტე გონების დაბინდვით ან ძლიერი გულისრევის შეგრძნება და ღებინება. ეს იყო სიმპტომები, რომელიც ექვემდებარებოდა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას. გრიპის გავრცელების დროს , ამ სიმპტომებით (გრიპის გამო) 24 საათის განმავლობაში ფიქსირდებოდა დაახლოებით 2000 -3000 შეტყობინება. (გადატვირთვის გამო ზოგჯერ ერთვებოდნენ დამატებითი ბრიგადები, კათედრების თანამშრომლები, კლინიკების ექიმი, ინტერნები (წელიწადში ინტერნი მინიმუმ 300-400 იყო) და ა.შ.
ამაზე ორჯერ, სამჯერ მეტი შეტყობინება ფიქსირდებოდა უბნის ექიმებთან, მაგრამ თუ ამ შეტყობინებების ‘’ურთიერთკვეთას’’ გავითვალისწინებთ, (თუმცა, ეს ურთიერთკვეთა არ იქნებოდა ძალიან მაღალი). საშუალოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მინიმუმ 5 000 -7 000 შემთხვევა ფიქსირდებოდა დღეში. ეს შემთხვევები იყო.
1) ზრდასრული მოსახლეობის.
2) მხოლოდ კლინიკურად გამოხატული გრიპის. რომელიც მინიმუმ საშუალოზე ოდნავ ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობდა. (ძალიან ბევრი არ მიმართავდა ექიმს და ეწეოდა თვითმკურნალობას)
ახლა ავიღოთ (80- იანი წლების) შემცირებული., 6 000 შემთხვევა (გამოხატული კლინიკური ნიშნებით 24 საათში გამოვლენილი ზრდასრული მოქალაქე თბილისში, რომელთაც დასჭირდათ სამედიცინო დახმარება) და შევადაროთ დღევანდელ მონაცემებს.
დღეს თბილისში გამოვლინდა ინფიცირების 9295 (!!!) შემთხვევა. ეს არის „ტესტებით გამოვლენილი“ ინფიცირება და არა -კლინიკური შემთხვევა, როდესაც მოქალაქეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თბილისის რ ე ა ლ უ რ ი მოსახლეობა თითქმის ორჯერ, მინიმუმ 1, 5 ჯერ არის გაზრდილი და სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობაც, შესაბამისად, თითქმის ორჯერაა გაზრდილი). ეს დაინფიცირებული 9 295 (და არა საშუალო ან მძიმე ფორმის მქონე), არანაირ სტატისტიკურ ცდომაში არაა წლების საშუალო სტატისტიკურ მონაცემებთან. პ ი რ ი ქ ი თ, ბევრად მცირეა 1,5 ჯერ ნაკლებ მოსახლეობაში. 6000 გამოხატულ კლინიკურ შემთხვევას თუ შევადარებთ... ფაქტობრივად, დღევანდელი დაინფიცირებულთა რიცხვი უტოლდება მაშინდელ კ ლ ი ნ ი კ უ რ ა დ გამოხატულ დაავადების მაჩვენებელს.
(P.S. ზოგადად „სტატისტიკით“ გამოხატული ავადობა და მით უმეტეს - გარდაცვალება ძალიან ბოროტი სიტყვაა და ექიმებს არ უყვართ... სიკვდილი ტრაგედიაა და არა - სტატისტიკა)
ახლა გადავიდეთ გრიპის მიმდინარეობის სრულ საერთო სურათზე. თუ გრიპის გამოხატული კლინიკური სურათის მქონე მოქალაქეებით ვიმსჯელებთ, მხოლოდ მათ დღის განმავლობაში ექნებოდათ მინიმუმ 5 / 600 =30 000 კონტაქტს. ამავე დროს, გამოხატული კლინიკური ნიშნებით გრიპის მიმდინარეობის საშუალო ხანგრძლივობა არის 7 დღე. სადღაც 15 დღეში ფაქტობრივად მთელი ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი „გადაეყრებოდა“ ვირუსს და სხვადასხვა ფორმით „ჩაეხუტებოდა“ ან „დაშორდებოდა“... ასეც ხდება. თბილისში გრიპის ვირუსი ერთ „ჯერზე“ სადღაც 15-20 (მაქსიმუმ) დღე ცირკულირებს ხოლმე.
ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძეს და დავით სოკოლოვს ყოველდღე დაავადებულთა სტატისტიკა ეცხადებინათ და რეპორტაჟები გასულიყო საავადმყოფოებიდან, შექმნილიყო საბჭო და ვინმეს გამყრელიძეს როლი ეთამაშა.
რა მოხდებოდა? რა და - ატყდებოდა პანიკა, ყველა მიაწყდებოდა საავადმყოფოებს, ჩამოიშლებოდა სისტემა და გვექნებოდა ის სურათი, რაც დღეს გვაქვს. ამიტომაც ქვია ამ სპეცოპერაციას ინფოდემია. ამიტომაც არიან შეგნებული ბოროტმოქმედები, ვინც ამას აკეთებს“, - წერს სოსო მანჯავიძე.