„ჩვენო თავანკარა ბიჭო გიგი! ქოლგის და "ბრეზენტის" კი არა სულ, რომ სეფა გაშალოთ ერთად ყოფნის მიზნით ის ვერ გიშველით“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გიგი უგულავას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ქოლგა პარტია, რომელშიც უნდა გაერთიანდეს სხვა ოპოზიციური პარტიები.
„2016 წელს მიშა, რომ მანქანას შეადარა და ჯართში ჩასაბარებლად გაამზადა გიგიმ გახსოვთ? და 2020-ის არჩევნებზე იდაყვი მიშას უნდა ჩავცხოთო ეგეც? ჰოდა ახლა იპოხება და იპოხება ვაზელინით, თუმცა აღარავინ იკარებს...არა და რა "ეროვნული" იდეა წამოჭრა ნახეთ? ნაც-მოძრაობის ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს ოპოზიცია და მერე გვეშველებაო...ჩვენო თავანკარა ბიჭო გიგი! ქოლგის და "ბრეზენტის" კი არა სულ, რომ სეფა გაშალოთ ერთად ყოფნის მიზნით ის ვერ გიშველით... იმიტომ, რომ: 1) რადიკალიზმი სრულად მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის. 2) უპრინციპობა და არათანმიმდევრულობა პირდაპირ გასდევს "ლაითმოტივად" ოპოზიციას. 3) ვერ ჩამოირეცხა და ვერასდროს მოიშორებს მიშა და ნაც-მოძრაობა იმ სისტემურ დანაშაულებს, რასაც წლების განმავლობაში ჩადიოდა. ასე, რომ ისევ რევოლუციურ სცენარს მიაწექი ჯობია. ბოლო-ბოლო სათქმელი მაინც გექნება მე ვაწვებოდი, მაგრამ ვერ დავძარიო...“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.