ლადო მგალობლიშვილი: 2010 წელს ლევან ვარშალომიძემ 10 ჰექტარზე მეტი მიწა 18 ლარად მიყიდა თურქულ კომპანიას, ამ დროს  კირთაძე საკრებულოს თავმჯდომარე იყო და კითხვაც არ გასჩენია სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე

ლადო მგალობლიშვილი: 2010 წელს ლევან ვარშალომიძემ 10 ჰექტარზე მეტი მიწა 18 ლარად მიყიდა თურქულ კომპანიას, ამ დროს  კირთაძე საკრებულოს თავმჯდომარე იყო და კითხვაც არ გასჩენია სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე

2010 წელს ლევან ვარშალომიძემ 10 ჰექტარე მეტი მიწა ჩალის ფასად, 18 ლარად პირდაპირი წესით მიყიდა თურქულ კომპანიას, ტრაგიკომიკურია, რომ ამ დროს ბატონი კირთაძე იყო საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და კითხვაც კი არ გასჩენია სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე, დღეს კი ქალაქის დამცველის მანტიით შემოსილი,  თავისივე გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებს - წერს სოციალურ ქსელში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი.

აქვე მგალობლიშვილი აქვეყნებს 2010 წლის 22 დეკმბრის ბრძანებას აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული ქონების ს/ს „ავრასია ჯორჯია“- სთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ნაცმოძრაობის და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან არის უსუსური მცდელობა გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნან არარსებული ,,სკანდალი". 

„კიდევ ერთი მწარე სიმართლე  გმირების საფლავების გამყიდველებზე ბოლო პერიოდში ნაცმოძრაობის და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან არის უსუსური მცდელობა გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნან არარსებული ,,სკანდალი". 

საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს სიმართლე 2010 წელს ლევან ვარშალომიძემ 10 ჰექტარე მეტი მიწა ჩალის ფასად (18 ლარად) პირდაპირი წესით მიყიდა თურქულ კომპანიას.

ტრაგიკომიკურია, რომ ამ დროს ბატონი კირთაძე იყო საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და კითხვაც კი არ გაჩენია სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე, დღეს კი ქალაქის დამცველის მანტიით შემოსილი, აპროტესტებს თავისივე გუნდის გადაწყვეტილებას“ - წერს ლადო მგალობლიშვილი Facebook-ზე.