გურამ მაჭარაშვილი: ყველა მიხვდა, უმრავლესობა მათ შორის „ნაცმოძრაობაში“, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი დასრულდა

გურამ მაჭარაშვილი: ყველა მიხვდა, უმრავლესობა მათ შორის „ნაცმოძრაობაში“, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი დასრულდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განაცხადებით, ყველა მიხვდა, უმრავლესობა მათ შორის „ნაცმოძრაობაშიც“, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი დასრულდა.

მისი თქმით, სააკაშვილს სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენოს მხოლოდ მის გასათავისუფლებლად.

„ყველა მიხვდა, უმრავლესობა მათ შორის „ნაცმოძრაობაში“, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი დასრულდა. ახლა მას სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენოს მხოლოდ მის გასათავისუფლებლად. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, აქ მოხდება გაყოფა. მათი საქმეა ეს როგორ მოხდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქრონიკამ“ გაავრცელა ექსკლუზიური მასალა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის დროს, სასამართლოს ეზოში მხარდამჭერებს უმტკიცებს, თუ როგორი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.