საქართველოს ბანკის, Visa-ს, Extra.ge-სა და Adapter-ის პარტნიორობით, რამდენიმე თვეა ქალი მეწარმეებისთვის ციფრული ადაპტაციის პროექტი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება.
“Adapter”-ის საშუალებით უკვე 60 კომპანია საკუთარ პროდუქციას Extra.ge- ზე ყიდის.
“პროექტის მონაწილეებმა წარმატებით განახორციელეს საკუთარი საქმიანობის ციფრულ არხებში ინტეგრირება და პანდემიის ფონზე, ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობისათვის ფეხის აწყობა. მეწარმეებმა “Adapter”-ის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით მიიღეს მხარდაჭერა, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა. პროექტში ჩართულმა მეწარმეებმა 2021 წელს უკვე გაყიდეს 700-ზე მეტი პროდუქტი, მიიღეს 44 000 ლარზე მეტი შემოსავალი.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2XJjhgQ
„მოხარული ვართ, რომ პროექტში უკვე ჩართულია 60 ქალი მეწარმე, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაზარდეს მათ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა საკუთარი მაღაზიის გაციფრულებით. ისინი წარმატებით ყიდიან პროდუქტს ყველაზე დიდ ინტერნეტ მოლზე, Extra.ge-ზე. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ინიციატივით, აქტიურად გრძელდება მონაწილეების პროდუქციის სოციალურ ქსელებში პოპულარიზაცია, რათა გავზარდოთ მათი ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ არაფრის წინაშე არ უნდა გაჩერდნენ. “, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
„Visa და საქართველოს ბანკი იზიარებენ საერთო მისიას, რომელიც ინოვაციური უნაღდო გადახდების ხელშეწყობასა და ადგილობრივი საზოგადოების განვითარებას ემსახურება. ჩვენი სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, გულისხმობს ქალთა გაძლიერებას, რასაც Visa-ს #She’sNext ინიციატივის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით ვახორციელებთ. Visa-ში ჩვენ გვჯერა, რომ მტკიცე მხარდაჭერით, ხელს ვუწყობთ ქალი მეწარმეების პროფესიულ ზრდას, ვუმარტივებთ ახალ რეალობასთან ადაპტაციას, შთავაგონებთ ბიზნესის წამოწყების საქმეში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ამ ინიციატივის ნაწილი, ვეხმარებით ნიჭიერ ქალებს თავიანთი ბიზნესის გაციფრულებაში, ვაფართოვებთ ჩვენს ქსელს და ამავდროულად ვავითარებთ ელექტრონულ კომერციას საქართველოში.“ - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.