ირაკლი კობახიძე: ჩვენ ბუნებრივია ვერ გავყვებით ომის პარტიას, რომელმაც საქართველოს 2008 წელს მძიმე შედეგები მოუტანა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ბუნებრივია ვერ გავყვებით ომის პარტიას, რომელმაც საქართველოს 2008 წელს მძიმე შედეგები მოუტანა

რეზოლუცია არის ერთიანი ტექსტი. ეს რეზოლუცია თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ამ კონტექსტში ყველა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით არის პოზიცია გამოხატული. რეზოლუცია არის ცხადი და მკაფიო. ოპოზიციას ჰქონდა თავისი ვერსიები და ყველა ეს ვერსია იყო მიმართული არა იქეთკენ, რომ სახელმწიფოს ინტერესები ასახულიყო ტექსტში, არამედ იქითკენ, რომ სახელმწიფოს საზიანოდ განვითარებულიყო გარკვეული მოვლენები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია ვერ გავყვებით ომის პარტიას, რომელმაც საქართველოს 2008 წელს მძიმე შედეგები მოუტანა, რომელმაც ქვეყნის 20% ჩააბარა რუსეთს“, - განაცხადა კობახიძემ