ფორმას მალე დავიბრუნებთ. კლასი ყოველთვის ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ის, რომ დროებით პარლამენტში არ ვიყავით, ეს არაფერს არ ნიშნავს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს.
„მარადონა წონა მომატებულიც მარადონაა.ყველაფერს გამოვიყენებთ რაც საჭირო იქნება, პარლამენტი, კომიტეტები, ქუჩა, მწვავე აქციები თუნდაც პიკეტები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. ამჯერად, სხდომათა დარბაზში ყველა პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ბოიკოტი შეწყვიტა, თუმცა მათ გეგმებში, საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად, ისევ საპროტესტო აქციები რჩება.