„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აქტიურ საპარლამენტო საქმიანობას არ ელის. მისი თქმით, ეს პარტია კვლავ ჩვეული ქცევებისა და განცხადებებისთვის გამოიყენებს საკანონმდებლო ორგანოს.
„უფრო, ველოდები იმას, რაც იყო - მაგიდაზე შეხტომა, კივილი, წივილი, „მიშა გამოუშვით“, „მიშა ნატანჯია“, „მიშა წამებულია“... თუ ეს არ მოხდება და ხალხი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში, სასიამოვნოდ გაოცებული ვიქნები და მათთან ერთად ვიმუშავებ ამაზე“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. ამჯერად, სხდომათა დარბაზში ყველა პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ბოიკოტი შეწყვიტა, თუმცა მათ გეგმებში, საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად, ისევ საპროტესტო აქციები რჩება.