იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მთავარია, ჯერ ჩამოყალიბდნენ, რაში ხარჯავენ საკუთარ ძალას

იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მთავარია, ჯერ ჩამოყალიბდნენ, რაში ხარჯავენ საკუთარ ძალას

„ნაციონალური მოძრაობის“ ძალა ვის არ სჭირდება, მაგრამ მთავარია, ჯერ ჩამოყალიბდნენ, რაში ხარჯავენ საკუთარ ძალას. თუ შიმშილობაში ხარჯავენ, მაშინ, არა, თუ ჩხუბში ხარჯავენ, არც მაშინ და თუ რამე კარგ საქმეს გააკეთებენ, რა თქმა უნდა, ამდენი ადამიანის პარლამენტში დახმარება საჭიროა“, - ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას.

კითხვაზე, წარსულის გათვალისწინებით, ელის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „კარგ საქმეებს“, იაგო ხვიჩია აცხადებს: „ყოველთვის არის ადამიანის გამოსწორების შანსი. მე ასე ვუყურებ ამ ისტორიას“.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. ამჯერად, სხდომათა დარბაზში ყველა პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ბოიკოტი შეწყვიტა, თუმცა მათ გეგმებში, საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად, ისევ საპროტესტო აქციები რჩება.