მოდუსი 225 000 ლარით არის დაჯარიმებული და მის შენობას ლეგალიზებას არავინ გაუკეთებს, აღსრულებაშია გადაგზავნილი და შპს „დეველოპმენტზე“ თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმაა გამოწერილი - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნაციონალური მოძრაობის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, სანამ ნაცმოძრაობა სამსახურში არ დადიოდა, სამშენებლო სექტორში მიღებულია კანონმდებლობა, რომელმაც უნებართვო მშენებლობა სისხლის სამართლის საქმედ აქცია.
„სანამ თქვენ და თქვენი კოლეგები სამსახურში არ დადიოდით, სამშენებლო სექტორში კანონმდებლობა მივიღეთ, რომელმაც უნებართვო მშენებლობა სისხლის სამართლის საქმედ აქცია. მოდუსი, იმიტომ არის იქ მაგისტრალი, რომ გენერალური გეგმა დავამტკიცეთ, მოდუსი 225 000 ლარით არის დაჯარიმებული და მის შენობას ლეგალიზებას არავინ არ გაუკეთებს, აღსრულებაში არის გადაგზავნილი და შპს „დეველოპმენტზე“ თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმაა გამოწერილი. რა გესიამოვნებოდათ, რომ შევვარდნილიყავით და დაგვენგრია ბულდოზერებით კერძო საკუთრებაზე? იცით, რომელი სახლები ინგრევა? რომელიც უკანონოდ, სახელმწიფო მიწაზე რეკრეაციულ ზონებში შენდება, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანების სახლები, რომლებიც სახელმწიფოს უკვე დაკმაყოფილებული ჰყავს“ - განაცხადა მაია ბითაძემ.