ეს იყო ტყუილი და მარტივი სპეკულაცია: მამუკა მდინარაძემ თქვა ერთადერთი რამ - როდესაც გარკვეულ ნაბიჯს დგამ, უნდა იყო ყველასთან მართალი. ამას შემდეგ მოჰყვა პროვოკაციული განვრცობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მართალი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველასთან.
„სწორედ ამ პრინციპით რომ ვმოქმედებთ, ამის ხარჯზე მოვახერხეთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში. „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებიდან პირველი, რომელმაც ომის გარეშე მოახერხა ვითარების შენარჩუნება ქვეყანაში. მაგალითად, თუნდაც ნაცმოძრაობა რომ ყოფილიყო ხელისუფლების სათავეში, ისინი კვლავ იქნებოდნენ ომის პარტია - მათ სხვანაირად არ შეუძლიათ, რადგან არ არიან პატრიოტები“, - განაცხადა კობახიძემ