გია ვოლსკის განცხადებით, თუ ეფექტური იქნება ის ინსტიტუტები, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ ჩამოყალიბდება, ელჩების კრიტიკასაც საფუძველი არ ექნება

გია ვოლსკის განცხადებით, თუ ეფექტური იქნება ის ინსტიტუტები, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ ჩამოყალიბდება, ელჩების კრიტიკასაც საფუძველი არ ექნება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თუ ეფექტური იქნება ის ინსტიტუტები, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ ჩამოყალიბდება, ელჩების კრიტიკასაც საფუძველი არ ექნება. მისი თქმით, რეფორმები იქნება ეფექტიანი და ყველაფერი შედეგების მიხედვით უნდა შეფასდეს.

"ყველაფერზე უნდა ვიმსჯელოთ შედეგების მიხედვით, იქნება ეფექტური ის ინსტიტუტები რომელიც შემოთავაზებულია უმრავლესობის მიერ? - რასაკვირველია, საფუძველი არ ექნება იმ კრიტიკას, რაც ისმის ამ გადაწყვეტიკების მიმართ. ასე რომ დაველოდოთ. მე ვფიქრობ, კონსტიტუციასთან უფრო ახლოს მყოფი გადაწყვეტილება არის ქვეყნისთვის რაციონალურიც და მომგებიანიც, რაც ეხება ამ ინსტიტუტის ორად გაყოფას. რეფორმები იქნება შედეგიანი და მაქსიმალურად ეფექტური, ამას შეაფასებენ მათ შორის ის ინსტიტუტებიც, რომლებიც გამოყოფენ გარკვეულ ფინანსურ დახმარებას", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, სახელმწიფო ინპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ მათ ამ ინსტიტუტის გასაძლიერებლად მნიშვნელივანი ინვესტიცია განხორციელეს და ის ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა კი აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება არის დანაკლისი, რადგან გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან. მისივე შეფასებით, ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც მხოლოდ შეასუსტა სისტემა.