გია ვოლსკი: ჩვენი რეზოლუცია არის რაციონალური და პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს ინტერესების დაცვას, ამ უშველებელ, გლობალურ დაპირისპირებაში, სადაც სწორი პოზიცია გვიკავია

გია ვოლსკი: ჩვენი რეზოლუცია არის რაციონალური და პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს ინტერესების დაცვას, ამ უშველებელ, გლობალურ დაპირისპირებაში, სადაც სწორი პოზიცია გვიკავია

ჩვენი შეთავაზებული რეზოლუცია არის რაციონალური და პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს ინტერესების დაცვას, ამ უშველებელ, გლობალურ დაპირისპირებაში, სადაც სწორი პოზიცია გვიკავია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის პოზიცია, რომელიც ასახულია რეზოლუციაში მიმართულია იმისკენ, რომ დაშვებული არ იყოს საომარი მოქმედებები.

"ეს პოზიცია, რომელიც საქართველოს აქვს, ასახულია როგორც კონსტიტუციაში, ასევე შემოთავაზებულ რეზოლუციაში, რომელიც წარმოადგინა უმრავლესობამ, რაც გულისხმობს უკრაინის ინტერესების დაცვას და მთავარს - არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები.

ეს არის ის, რასაც ვთავაზობთ პარლამენტს. ამ პოზიციასთან დაპირისპირებაშია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებმაც არც ერთი მოქმედება არ განხორციელეს ისეთი, რომელიც არათუ დაუპირისპირდებოდა, არამედ წყალს არ დაასხამდა რუსეთის წისქვილზე, ეს არის განსხვავება ჩვენს და მათ შორის", - განაცხადა ვოლსკიმ.