საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი განიხილეს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დასრულდა.
შელაპარაკება ოპოზიციის მოთხოვნას მოჰყვა, რომ კენჭისყრაზე დაეყენებინათ მათი ალტერნატიული წინადადება, რომლის მიხედვითაც რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ არ გაიზიარა.
სალომე სამადაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს მიმართა, რომ აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა გაემართათ. მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატების გამო პლენარულ სხდომაზე დააგვიანდათ, რაზეც სამხარაძემ მიუგო, რომ „სირცხვილიც დაკარგეს“.
„ჩვენს გამო გაგვიანდებათ? თქვენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს. სირცხვილიც დაკარგეთ, წარმოუდგენელი ამბავია“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კომიტეტის სხდომაზე კენჭი მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატების მიერ შედგენილ რეზოლუციის პროექტს უყარეს და სხდომა ოპოზიციის ალტერნატიული წინადადების კენჭისყრის გარეშე დაასრულეს.