კარლ ჰარცელი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: მივესალმები რეზოლუციას, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება

კარლ ჰარცელი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: მივესალმები რეზოლუციას, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება

მივესალმები ამ რეზოლუციას და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტიდან იმის მოსმენა, მათი პრინციპული პოზიციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და ასევე, მნიშვნელოვანია სოლიდარობის ჩვენება, რომელსაც უკრაინა და მისი მოსახლეობა იმსახურებს ამ მომენტში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ დასმული კითხვი პასუხად.

ის იმედოვნებს, რომ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, ფართო მხარდაჭერა იქნება.

„რაც შეეხება პროექტსა და მის ფორმულირებას - ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ, იქნება ფართო მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.