ხატია დეკანოიძე ნიკოლოზ სამხარაძეს: კონკრეტული შეკითხვები დავსვი და იმის ნაცვლად, რომ ვიმსჯელოთ, რაღაც დემაგოგიას ეწევით

ხატია დეკანოიძე ნიკოლოზ სამხარაძეს: კონკრეტული შეკითხვები დავსვი და იმის ნაცვლად, რომ ვიმსჯელოთ, რაღაც დემაგოგიას ეწევით

კონკრეტული შეკითხვები დავსვი და იმის ნაცვლად, რომ ვიმსჯელოთ, რაღაც დემაგოგიას ეწევით, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მსჯელობენ.

დეკანოიძე დაინტერესდა რას აკეთებს კომიტეტი და რაზე მუშაობს "იმ ფარატინა ქაღალდის გარდა, საიდანაც რუსეთიც ამოიღეს", იმისთვის, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს, რასთან დაკავშირებითაც ნიკოლოზ სამხარაძემ მას უპასუხა, რომ "პარლამენტში რომ ევლო, ეს ეცოდინებოდა." ხატია დეკანოიძე დაინტერესდა ასევე მისი პოზიციით, თუ დაეთანხმება ოპოზიციის შეთავაზებას, რომ უკრაინა- საქართველოს მეგობრობის ჯგუფი უმრავლესობის და ოპოზიციის მონაწილეობით ჩავიდეს ოფიციალური ვიზიტით კიევში.

„ჰაერზე ლაპარაკი არ არის სასიამოვნო, მით უმეტეს თქვენ არ ხართ კომიტეტის წევრი და პირველად ესწრებით წელიწადნახევრის განმავლობაში ამ კომიტეტს, ამიტომ კომიტეტი რას აკეთებს, თქვენს კოლეგებს ვერ დაეკითხებით, რადგან არ დადიან, მაგრამ ეს ძალიან კარგად შუქდება. მეგობრობის ჯგუფს შეკრება არ სჭირდება, ესეც არ იცით", - მიმართა სამხარაძემ დეკანოიძეს, რის შემდეგაც დეკანოიძემ მას მოუწოდა დემაგოგიის ნაცვლად, კითხვებს გასცეს პასუხი.

რაც შეეხება რეზოლუციის პროექტს, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ის არის სამარცხვინო.

"რეზოლუცია არის სამარცხვინო, რადგან ეს რეზოლუცია არ დარჩება ისტორიას როგორც "ქართული ოცნების" რეზოლუცია, ეს დარჩება როგორც ქვეყნის პარლამენტის რეზოლუცია", - განაცხადა დეკანოიძემ.