დავით მათიკაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ალბათ ყველა პირობა დაარღვია, რაც კი ოდესმე მიუციათ საკუთარი თავისა და ამომრჩევლისთვის

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ალბათ ყველა პირობა დაარღვია, რაც კი ოდესმე მიუციათ საკუთარი თავისა და ამომრჩევლისთვის

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ალბათ ყველა პირობა დაარღვია, რაც კი ოდესმე უთქვამთ ან მიუციათ საკუთარი თავისთვის და ამომრჩევლისთვის. მათი უპრინციპო საქციელი ჩანს ყველა ნაბიჯში,- „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ შეაფასა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ერთხმად აცხადებდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ პარლამენტში და ძალიან უწესოდ მოიხსენიებდნენ თავიან კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც კი დააპირებდა პარლამენტში შემოსვლას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას სრული შემადგენლობით დაესწრება. მათი მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნაა.