ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მუშაობისთვის არ შემოდის, ამას დესტრუქციის შესაქმნელად აკეთებენ - სავარაუდოდ, გაზაფხულზე ისევ გავლენ

ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მუშაობისთვის არ შემოდის, ამას დესტრუქციის შესაქმნელად აკეთებენ - სავარაუდოდ, გაზაფხულზე ისევ გავლენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბოიკოტის შეწყვეტის მიზანი დაგეგმილი დესტრუქციის ახალი ტალღაა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მუშაობისთვის არ შემოდის. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ დესტრუქცია შექმნან. სურთ, რამენაირად, სახელმწიფოში ინსტიტუციები გადაატრიალონ და ძალაუფლება ხალხისთვის გვერდის ავლით მოიპოვონ. ამას ვერ ეღირსებიან ვერც შიგნიდან, ვერც - გარედან. შემოვლენ და, სავარაუდოდ, გაზაფხულზე ისევ გავლენ“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას სრული შემადგენლობით დაესწრება. მათი მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნაა.