შოთა ჭიჭიაშვილი: კოტე ციხისთავი კახა თარგამაძემ, ნუგზარ საჯაიამ და მათმა «

შოთა ჭიჭიაშვილი: კოტე ციხისთავი კახა თარგამაძემ, ნუგზარ საჯაიამ და მათმა «"სასტავმა" გამოაქცია ციხიდან, რის შემდეგაც მე მომადგა სახლში. შევიფარე, გვერდში დავიყენე და ყველას ვუთხარი, ეს კაცი ჩემი სტუმარია. მოგვიანებით გავიგე, რომ ციხისთავი აგენტი ყოფილა

კონ­სტან­ტი­ნე ცი­ხის­თავ­მა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ველ ტე­რო­რის­ტად შე­რა­ცხუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი იყო, "ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ილა­პა­რა­კა. ცი­ხის­თა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ში იჯდა და რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რეს­პონ­დენ­ტი ვახო სა­ნა­ი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში ჰყვე­ბა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბა პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამრმა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა უფ­როს­მა, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილ­მა, შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, ვლა­დი­მერ ბა­კუ­რა­ძემ და შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა და­გეგ­მეს და შე­ას­რუ­ლეს.

ცნო­ბის­თვის, კოტე ცი­ხის­თა­ვი გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ პი­რებს ჯერ კი­დევ 2018 წელს, პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. იმ­ჟა­მად მან "რუს­თა­ვი- 2"-ში ცი­ხი­დან და­რე­კა და ტე­ლე­ვი­ზი­ას ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. მან თქვა ისიც, რომ სა­ნა­ია შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა მოკ­ლა. და რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბა­ში და­ი­გეგ­მა; ცი­ხის­თავ­მა ახ­სე­ნა ასე­ვე ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­გუ­რი­რებ­და სა­ნა­ი­ას საქ­მე­ში და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ვი­დე­ო­მა­სა­ლა მათი ბან­დის წევ­რებ­მა გა­და­ი­ღეს.

გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ოჯახ­მა, მსჯავ­რდე­ბულ კოტე ცი­ხის­თა­ვის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან 2018 წლის 24 თე­ბერ­ვალს მო­ი­თხო­ვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. რა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბამ საქ­მის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. ამის შემ­დეგ ამ საქ­მე­ზე ვახო სა­ნა­ია ერთხელ უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და და­კი­თხვა­ზე და მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. ვახო სა­ნა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ეს იყო შეკ­ვე­თი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ასე­ვე და­ი­კი­თხნენ: კოტე ცი­ხის­თა­ვი, გი­ორ­გი ხურ­ცი­ლა­ვა და შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლიც, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია.

ცნო­ბი­სათ­ვის:

ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი სა­ნა­ია 2001 წლის 26 ივ­ლისს სა­კუ­თარ სახ­ლში, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მის­მა მკვლე­ლო­ბამ ქვე­ყა­ნა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. ამ ფაქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს უკავ­ში­რებ­და. ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, 2001 წლის 5 დე­კემ­ბერს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვა, იგი­ვე "გრიც­კო“ და 2003 წლის 9 ივ­ლი­სის გა­ნა­ჩე­ნით, მას 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ მკვლე­ლო­ბა სუ­ლი­ე­რი აღელ­ვე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლად შე­ა­ფა­სა. 2013 წელს ხურ­ცი­ლა­ვას ამ­ნის­ტია შე­ე­ხო და ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ოჯახს გა­მო­ძი­ე­ბის ამ ვერ­სი­ის არას­დროს სჯე­რო­და, მას შეკ­ვე­თილ პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბად მი­იჩ­ნევ­და და სხვა­დას­ხვა დროს საქ­მის ხე­ლახ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ველ ტე­რო­რის­ტად შე­რა­ცხულ შოთა (მევ­ლუდ) ჭი­ჭი­აშ­ვილს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბე­ბი­სა და სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო 22 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და მის­ჯი­ლი, ის 2013 წლის 3 ივ­ნისს ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა და სა­ქარ­თვე­ლოც იმა­ვე დღეს და­ტო­ვა. 2019 წლის ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლეს.

ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში პან­კის­ში ადა­მი­ან­თა ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ გა­ტა­ცე­ბებს, რო­მელ­თა შო­რის იყო: ეს­პა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ან­ტო­ნიო ტრე­მი­ლი­ო­სა და ფრან­ცის­კო როდ­რი­გე­სის, "წი­თე­ლი ჯვრის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, "აგ­რო­ბიზ­ნეს­ბან­კის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე პი­ტერ შოუს, დე­პუ­ტატ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის და ა.შ.

2013 წელს მისი ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან 2 დღე­ში, მასთნ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა გა­ზეთ­მა "ყვე­ლა სი­ახ­ლემ“ ჩა­წე­რა, რო­მელ­შიც ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის ფაქტსა და მისი ბან­დის ყო­ფილ წევრ კონ­სტან­ტი­ნე ცი­ხის­თავ­ზეც ლა­პა­რა­კობს.

ამო­ნა­რი­დი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"- პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი რა­ტომ­ღა გა­ი­ტა­ცეთ 2001 წელს? იყო მით­ქმა-მოთ­ქმა, რომ მას პან­კი­სე­ლი ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ვალი ჰქონ­და...

- პეტ­რე არც ჩემი მე­გო­ბა­რია და არც მისი ად­ვო­კა­ტი ვარ, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ მას, რო­გორც მთის კაცს, რა­ღაც ღირ­სე­ბა აქვს. იმ დროს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბად მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ კახა თარ­გა­მა­ძე, ზუ­რაბ ჟვა­ნია და მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი. ესე­ნი ედუ­არდ მე­ფის ვე­ზი­რე­ბი იყ­ვნენ, მე­ფის კარ­ზე კი იყო დიდი ინ­ტრი­გე­ბი - ერ­თმა­ნეთს უცი­ნოდ­ნენ, თან ძირს უთხრიდ­ნენ. პეტ­რე ჟვა­ნი­ას მე­გო­ბა­რი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპე­რა­ცი­ა­ზე მივ­დი­ო­დით. ძა­ლო­ვა­ნებ­მა შე­მო­მიგ­დეს კოტე ცი­ხის­თა­ვი, ნა­ძი­რა­ლა და ნომ­რი­ა­ნი აგენ­ტი, თე­ლა­ვე­ლი კაცი. კახა თარ­გა­მა­ძემ, ნუგ­ზარ სა­ჯა­ი­ამ და მათ­მა «სას­ტავ­მა» კოტე ცი­ხის­თა­ვი გა­მო­აქ­ცია ცი­ხი­დან, რის შემ­დე­გაც მე მო­მად­გა სახ­ლში. შე­ვი­ფა­რე, ვას­ვი, ვა­ჭა­მე, ჩა­ვაც­ვი, გვერ­დში და­ვი­ყე­ნე და ყვე­ლას ვუ­თხა­რი, ეს კაცი ჩემი სტუ­მა­რია და თუ რამე მოხ­და, მის სის­ხლს მე ავი­ღებ-მეთ­ქი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ცი­ხის­თა­ვი აგენ­ტი ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი საქ­მის­თვის მან­ქა­ნის მო­ნახ­ვა მას და­ვა­ვა­ლე და მა­ინ­ცდა­მა­ინც პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს არ მიგ­ვა­ყე­ნა? კოტე პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მით იყო და წიგ­ნა­კი ჰქონ­და.

ეს იყო კოტე ცი­ხის­თა­ვის, რო­გორც პო­ლი­ცი­ის აგენ­ტის მიერ წი­ნას­წარ დად­გმუ­ლი ოპე­რა­ცია. ის თხუ­ნე­ლა იყო, შე­მოგ­ზავ­ნი­ლი, თო­რემ და­ვა­ლე­ბა მას თარ­გა­მა­ძემ და მის­მა ხალ­ხმა მის­ცა. ანუ მათ ჩვენ­და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად დაგ­ვა­ჯა­ხეს ერთ-ერთ ჯგუფს. ჩვენ სხვა საქ­მე­ზე ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, მან­ქა­ნა უნდა «დაგ­ვეთ­რია», უფრო სწო­რად, ექ­სპროპ­რი­ა­ცია მოგ­ვეხ­დი­ნა, მერე კი სად­მე მიგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. პეტ­რე ვაჟ­კა­ცი ბიჭი აღ­მოჩ­ნდა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­ვი­წია, ამი­ტო­მაც მის­მა წაყ­ვა­ნამ მოგ­ვი­წია. უბ­რა­ლოდ, გვინ­დო­და, დრო­ე­ბით, 1-2 დღე იზო­ლა­ცი­ა­ში მოგ­ვექ­ცია, სა­ნამ საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დით. მას თან ახ­ლდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ვუ­თხა­რი, წადი, და­ი­კო, შენ­თან საქ­მე არ გვაქვს-მეთ­ქი. ქალს თურ­მე ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია პეტ­რე და გვი­თხრა, სა­დაც ეს, მეც იქო და არ მი­ა­ტო­ვა. ასე­თი თავ­გან­წირ­ვის გამო პა­ტი­ვის­ცე­მა გაგ­ვიჩ­ნდა მის მი­მართ. მათ­თვის ზედ­მე­ტი არა­ვის არა­ფე­რი უკად­რე­ბია, პი­რი­ქით, რომ სცი­ო­და, ჩვენს ტან­საც­მელს ვაც­მევ­დით იმ გო­გოს. ამა­სო­ბა­ში ლა­მის მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­და­ვი­კი­დეთ. ახ­მე­ტამ­დე რომ მო­ვაღ­წი­ეთ, კოტე ცი­ხის­თავს ვუ­თხა­რით, მან­ქა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. იქ ჯა­რის კორ­დო­ნე­ბი იდგა, ჩვენ კი ჩვე­ნი ბი­ლი­კე­ბი გვქონ­და და იმის ავ­ლით ჩუ­მად შე­ვაღ­წევ­დით ხოლ­მე პან­კის­ში. მან­ქა­ნა რომ მი­აგ­დეს, კო­ტემ ხელ­თათ­მა­ნე­ბი არ ჩა­იც­ვა და მან­ქა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვა კვა­ლი, ვი­თომ გა­და­ა­ვი­წყდა. არ მინ­დო­და მას­ში ეჭვი შე­მე­ტა­ნა, ალა­ლად ვუ­ყუ­რებ­დი, 23 წლის ბიჭი ვი­ყა­ვი და არც იმ­დე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. მერე ეს ცი­ხის­თა­ვი ჯერ პეტ­რეს და­ე­ტა­კა, გი­ნე­ბა და­უ­წყო, შემ­დეგ იმ ქალს და­უ­წყო «ჩა­ლი­ჩი», მათი დამ­ცი­რე­ბა და მი­წას­თან გას­წო­რე­ბა უნ­დო­და. მის არა­კა­ცო­ბა­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, და­ვე­მუქ­რე, კი­დევ თუ რა­მეს მო­ი­მოქ­მე­დებ, ტვინს გა­გას­ხმე­ვი­ნებ-მეთ­ქი. მა­შინ და­ვეჭ­ვდი, რომ რა­ღა­ცა­ში იყო საქ­მე.

- ამ­ბო­ბენ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი სა­ნა­ია პან­კის­ში გა­და­ღე­ბულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მამ­ხი­ლე­ბელ ვი­დე­ო­კა­სე­ტას შე­ე­წი­რა. რო­გორ ფიქ­რობთ, მარ­თლა არ­სე­ბობ­და ასე­თი კომ­პრო­მა­ტი?

- რამე რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე­ცო­დი­ნე­ბო­და. ნარ­კო­ტი­კე­ბის სფე­რო მძულ­და და ჩა­ხე­დუ­ლი არ ვი­ყა­ვი მას­ში, მაგ­რამ მგო­ნია, ესეც ჭო­რია და არა­ნა­ი­რი კა­სე­ტა არ არ­სე­ბობს. სა­ნა­ი­ას საქ­მე, ღმერ­თმა აცხო­ნოს, უფრო მო­მა­ვა­ლი "ნა­ცე­ბის" ამ­ბა­ვი იყო. შე­ვარ­დნა­ძის­თვის ძირი რომ გა­მო­ე­თხა­რათ და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი და­ე­თე­სათ, მა­სებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ მისი სიკ­ვდი­ლი. მგო­ნია, ამათ თვი­თონ­ვე მოკ­ლეს ეგ სა­ცო­და­ვი და შე­ვარ­დნა­ძეს გა­და­აბ­რა­ლეს“.

P.S. ambebi.ge ამ დღე­ებ­ში შე­ეც­დე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას საქ­მის პრო­კუ­რორ­თან, ვეც­დე­ბით, მეტი დე­ტა­ლი გა­ვი­გოთ საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

kolxi სა­ნა­ი­ას საქ­მე, ღმერ­თმა აცხო­ნოს, უფრო მო­მა­ვა­ლი "ნა­ცე­ბის" ამ­ბა­ვი იყო. შე­ვარ­დნა­ძის­თვის ძირი რომ გა­მო­ე­თხა­რათ და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი და­ე­თე­სათ, მა­სებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ მისი სიკ­ვდი­ლი. მგო­ნია, ამათ თვი­თონ­ვე მოკ­ლეს ეგ სა­ცო­და­ვი და შე­ვარ­დნა­ძეს გა­და­აბ­რა­ლე- ამბობს ეს კაცი ვისი გაკეთებულიც არეის!!!
3 წლის უკან