1-28 თებერვალს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-28 თებერვალს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-28 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.


1    ადიგენი    01.02.2022    თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
2    ლანჩხუთი    01.12.2021    ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით    10:00-17:00
3    ასპინძა    02.02.2022    მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
4    ლენტეხი    02.02.2022    თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ    10:00-17:00
5    ნინოწმინდა    03.02.2022    პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
6    ხონი    07.02.2022    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
7    გურჯაანი    07.02.2022    ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან    10:00-17:00
8    ვანი    08.02.2022    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
9    ახმეტა    08.02.2022    ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან    10:00-17:00
10    ბაღდათი    09.02.2022    წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ     10:00-17:00
11    ყვარელი    09.02.2022    კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან    10:00-17:00
12    ყაზბეგი    10.02.2022    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
13    ამბროლაური    14.02.2022    კოსტავას ქ. 20    10:00-17:00
14    კასპი    14.02.2022    სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან     10:00-17:00
15    აბაშა    15.02.2022    ჯორჯიკიას ქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-ს წინ    10:00-17:00
16    ქარელი    15.02.2022    თამარ მეფის ქ. N 48, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
17    მარტვილი    16.02.2022    თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ    10:00-17:00
18    მარტყოფი    16.02.2022    მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
19    დუშეთი    17.02.2022    რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი    10:00-17:00
20    საჩხერე    21.02.2022    თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
21    დმანისი    21.02.2022    წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ    10:00-17:00
22    ცაგერი    22.02.2022    რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ    10:00-17:00
23    თეთრიწყარო    22.02.2022    თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
24    ტყიბული    23.02.2022    კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
25    ონი    24.02.2022    აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ    10:00-17:00
26    ყაზბეგი    25.02.2022    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
27    ამბროლაური    28.02.2022    კოსტავას ქ. 20    10:00-17:00


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური