ზოგადად, ოპოზიციასთან შეხვედრის პრობლემა არ დგას - მათი საცირკო წარმოდგენები და ყოველდღიური დესტრუქცია ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ და მუნიციპალიტეტის საქმიანობისთვის ხელის შეშლისკენაა მიმართული

ბათუმის მერიაში დღევანდელი ხმაურის შესახებ განცხადება გააკეთა ბათუმის მერმა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, ოპოზიციის ქმედებები დესტრუქციის ნაწილია და მოქალაქეების ინტერესებს აზიანებს.

„ზოგადად, ოპოზიციასთან შეხვედრის პრობლემა არ დგას. მათი საცირკო წარმოდგენები და ყოველდღიური დესტრუქცია ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საქმიანობისთვის ხელის შეშლისკენაა მიმართული. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი თანამოქალაქეები და მათზე ზრუნვა და ის პროგრამებია, რომლებიც ბიუჯეტითაა გათვალისწინებული“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მერის კაბინეტში შესვლა სცადეს.