ბექა დავითულიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ერთადერთი პოლიტიკური მიზნისთვის სჭირდება ყველა ტიპის ტრიბუნა - ქუჩაც, პარლამენტიცა და საკრებულოებიც, ეს არის დესტრუქცია

ბექა დავითულიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ერთადერთი პოლიტიკური მიზნისთვის სჭირდება ყველა ტიპის ტრიბუნა - ქუჩაც, პარლამენტიცა და საკრებულოებიც, ეს არის დესტრუქცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას მხოლოდ ერთი მიზნით - დესტრუქციისთვის დათანხმდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ერთადერთი პოლიტიკური მიზნისთვის სჭირდება ყველა ტიპის ტრიბუნა - ქუჩაც, პარლამენტიცა და საკრებულოებიც, ეს არის დესტრუქცია. რასაც გარეთ აკეთებენ, იმავეს ეცდებიან შიგნითაც. არ გამოუვიდათ გარეთ და არც შიგნით გამოუვათ. მერე, ისევ გარეთ გაიქცევიან... არსად არაფერი აღარ გამოუვათ. სააკაშვილთან დაკავშირებით, გამოძიება ძალიან სამართლიანად, ობიექტურად და მშვიდობიანად მიდის. მასთან მიმართებით, მართლმსაჯულება სრულდება ისე, როგორც უნდა აღსრულდეს. ის კუთვნილ სასჯელს იხდის და არავითარი დარღვევა, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი მითებისა და სპეკულაციებისა, მე არ დამინახავს“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტის საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება.