ირმა ხახუტაიშვილი: გახარია აღარ არის ოპოზიცია რუსთავში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში. მანდ რამე თუ ვერ გაკეთდება, თქვენი ბრალიც იქნება დღეიდან

ირმა ხახუტაიშვილი: გახარია აღარ არის ოპოზიცია რუსთავში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში. მანდ რამე თუ ვერ გაკეთდება, თქვენი ბრალიც იქნება დღეიდან

Facebook მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ეხმიანება გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ კოალიციას, სადაც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს. 

„გახარისტები ხომ იცით როგორ "აპრავებენ" -მერე რა, შანსი ჰქონდათ და რატომაც არაო. ანუ, ნაცებთან თანამდებობის პირზე მოლაპარაკებები მოსულა. მოკლედ, ახლა ეგეთი სიტუაციაა, მერი არის ოცნება, კანონით მერმა უნდა წარადგინოს რამე ( გლეხურ ენაზე, ანუ სამსახურების უფროსების კანდიდატებს, ბიუჯეტი, ისა ესა) ხოლო დაამტკიცოს უნდა საკრებულომ სადაც თავმჯდომარე გახდა გახარიასი, ანუ იხარეთ გახარიას ხალხნო, გახარია აღარ არის ოპოზიცია რუსთავში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში. მანდ რამე თუ ვერ გაკეთდება, თქვენი ბრალიც იქნება დღეიდან, (ხო ეგ არ დაგვავიწყდეს, თუ, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი წევრები, მერის მიერ წარდგენილ პროექტებს რამდენიმეჯერ არ დაუჭერს, მხარს,  ავტომატურად, ყველანაირი წივილ კივილის , გარეშე ინიშნება ახალი არჩევნები კონკრეტულ ოლქში, ხოდა ვნახოთ რა მოხდება. NDI ს- თუ დავუჯერებთ ახალი არჩევნები კარგია, რადგან, გახარიას 1% უფიქსირდება და ეს სავაჭროც აღარ ექნებათ). -წერს ხახუტაიშვილი.