რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია გახდა. შეროზიას ხმა მათი პარტიის 3 წევრის გარდა „ნაციონალური მოძრაობის" 15-მა დეპუტატმა მისცა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და არც საკუთარი კანდიდატურა დაასახელა "ქართულმა ოცნებამ". შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გახარიას პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებულია და ეს შედეგი მოსალოდნელი იყო.