საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ტყიბულის შახტში აფეთქება მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი, 8 კი, დაშავდა.