იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობაზე“: ხომ ხდება, რომ მწვრთნელი ფეხბურთელებზე ბრაზდება და გუნდს ასვენებს, მაგრამ ეს დიდი დასვენება გამოუვიდათ

იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობაზე“: ხომ ხდება, რომ მწვრთნელი ფეხბურთელებზე ბრაზდება და გუნდს ასვენებს, მაგრამ ეს დიდი დასვენება გამოუვიდათ

ხომ ხდება, რომ მწვრთნელი ფეხბურთელებზე ბრაზდება და გუნდს ასვენებს, მაგრამ ეს დიდი დასვენება გამოუვიდათ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩია კონკრეტულად რომან გოცირიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ფეხბურთელს შეადარა - ტრავმის გამო ბევრი გაცდენით და პერსპექტივით, თუ მოედანზე არ დაბრუნდება, თამაში აღარ გამოუვა.

იაგო ხვიჩია კი მიიჩნევს, რომ გოცირიძის ეს შედარება არაზუსტი იყო.

„ცოტა არაზუსტი იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ მე შევადარებდი ფეხბურთის გუნდს და არა ფეხბურთელს, რომელსაც მწვრთნელი არ ათამაშებს. სეზონს ჩააგდებინებს, რატომაც ძალით. რატომ უშვრება ამას, არ ვიცი. ფეხბურთელებიც გაბრაზებული არიან და გულშემატკივრებიც.

მწვრთნელი გაბრაზებულია. ხომ არის, რომ მწვრთნელი ფეხბურთელებზე ბრაზდება. ასეც ხდება და ასვენებს, მაგრამ ეს დიდი დასვენება გამოუვიდათ“, - განაცხადა ხვიჩიამ.