ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ბევრად უფრო წინ არის ნატოში გაწევრიანების გზაზე, ვიდრე უკრაინა - ჩვენ ბევრად მეტი რეფორმა გვაქვს განხორციელებული

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ბევრად უფრო წინ არის ნატოში გაწევრიანების გზაზე, ვიდრე უკრაინა - ჩვენ ბევრად მეტი რეფორმა გვაქვს განხორციელებული

საქართველო ბევრად უფრო წინ არის ნატოში გაწევრიანების გზაზე, ვიდრე უკრაინა - ჩვენ ბევრად მეტი რეფორმა გვაქვს განხორციელებული და და ბევრად უფრო თავსებადი ვართ ალიანსთან დღეს, ვიდრე ეს არის უკრაინა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ნატოში გაწევრიანების ვადაზე და გაწევრიანების თარიღთან დაკავშირებით კონკრეტიკა არ არის.

„.ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა და მოთხოვნაც პარტნიორების მიმართ იყო, რომ იქნებ ნელ-ნელა გავაჩინოთ ვადები, რომ ჩვენც და ჩვენმა საზოგადოებამაც იცოდეს როდის ველოდოთ ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას და პასუხი იყო - ვიფიქროთ როგორ შეიძლება ამ ვადების გაწერა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.