პრეზიდენტის მოწოდება სიძულვილის ენაზე მორატორიუმზე

პრეზიდენტის მოწოდება სიძულვილის ენაზე მორატორიუმზე "ჟურნალისტებმა"  პოლიტიკოსებზე გადაიტანეს, არადა მოწოდების მთავარი ადრესატი მედია იყო - ყველასთვის ცნობილი ტელე -"ტროიკა" და მისი ფეხის ხმას აყოლილები 

ქართული ჟურნალისტიკა, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, პლინტუსს ქვემოთ რომ არის, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით,  პრეზიდენტის მოწოდება სიძულვილის ენაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე, "ჟურნალისტებმა" პოლიტიკოსებზე გადაიტანეს.

„ქართული ჟურნალისტიკა, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, პლინტუსს ქვემოთ რომ არის, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე
პრეზიდენტის მოწოდება, სიძულვილის ენაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე, "ჟურნალისტებმა" გადაიტანეს პოლიტიკოსებზე. არადა მოწოდების მთავარი ადრესატი სწორედ რომ მედია იყო, უფრო ზუსტად კი ყველასთვის ცნობილი ტელე-"ტროიკა" და მისი ფეხის ხმას აყოლილები“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.