ირაკლი ქადაგიშვილი:  მიტაცებულ მიწაზე უკანონო მშენელობა არ შეიძლება! თუ ამას დავუშვებთ, ნიშნავს, რომ ქვეყანა სათარეშო ადგილად უნდა გადავაქციოთ

ირაკლი ქადაგიშვილი: მიტაცებულ მიწაზე უკანონო მშენელობა არ შეიძლება! თუ ამას დავუშვებთ, ნიშნავს, რომ ქვეყანა სათარეშო ადგილად უნდა გადავაქციოთ

მიტაცებულ მიწაზე უკანონო მშენელობა არ შეიძლება! - თუ ამას დავუშვებთ, ნიშნავს, რომ ქვეყანა სათარეშო ადგილად უნდა გადავაქციოთ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“ვინც სად მოახერხებს და მოასწრებს რაღაცის შემოღობვასა და აშენებას, ამას კვერი უნდა დავუკრათ?! არ შეიძლება და ასეთ საკითხზე საზოგადოებრივი პროტესტი ჯანსაღი პროტესტი არ არის. მთელი ცხოვრება ღია ცის ქვეშ ვცხოვრობდი და გუშინ არაკანონიერი მშენებლობის საკითხი დადგა, ეს არ არის რელევანტური ახსნა და საქციელი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.